Wednesday, August 3, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა.

1.  პროექტის  სახელწოდება:  ბუნება.
2.  პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა)  1-2  წინადადებით:   მოსწავლეებს  გავიყვან    ბუნებაში,  (ტყეში)   ვესაუბრები  მარადმწვანე  და  ფოთლოვანი   მცენარეები  რითი  განსხვავდებიან  ერთმანეთისაგან.
3.  პროექტის  აქტუალობა:    პროექტი  აქტუალური   იმით  არის   რომ,  მოსწავლეებს  წარმოდგენა  ექმნებათ  ტყეზე,   რომ  ბუნება  აუცილებელია.

4.  პროექტის  მიზნები:მოსწავლეებს  ვასწავლი  ტყის  გადარჩენას.
5.  მონაწილეთა  ასაკი:  8-დან  10-წლამდე.
6.  ვადები/ხანგრძლივობა:  2-3  თვე.
7.   მოსალოდნელი  შედეგსბი/ პროექტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები  განასხვავებენ  ახალგაზრდა  და  ბებერ  ხეებს,  რომ  ახალგაზრდა  ხე  არ  უნდა  მოჭრა,  არ  უნდა  გაანადგურო  ტყე,  იმიტომ  რომ  ტყის მასიური  ჭრა  ბუნებაზე  და  ადამიანზე  ცუდად  აისახება.
8.   პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:ფოტო  აპარატი,  კალამი,  რვეული,  ჩანაწერები.
9.    პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი   აქტივობები):   ბავშვებმა  ერთმანეთისაგან  განასხვავონ  მარადმწვანე  და  ფოთლოვანი   მცენარეები.    ჩამოყალიბდება  2  ჯგუფი,  თითოეული  ჯგუფი  ირჩევს  ლიდერს,  შემდეგ  ერთი  ჯგუფი  იღებს  ფოტოაპარატს  და ჩანაწერებს,   მუშაობენ  მარადმწვანე  მცენარეებზე,  არკვევენ  მარადმწვანე  მცენარეებს,  რითი  განსზვავდებიან  ერთმანეღისაგან.
რომელი  მარადმწვანე  მცენარეებია  ჩვენს  ტყეში?
როგორ  განასხვავებენ  ფოთლოვან  მცენარეებს?
მეორე  ჯგუფგი  მუშაობს   ტყის  ფოთლოვან  მცენარეებზე,  ასევე  იღებენ       .ფოტოსურათებს,  აკეთებენ   ჩანაწერებს. 
როგორ  განასხვავებენ  ფოთლოვან  მცენარეებს  ერთმანეთისაგან?
პროექტის  პრეზენტაცისთვის  მოსწავლეებს  მოაქვთ  შეგროვილი  მასალები.  ჯგუფის  ლიდერები  წარმოადგენენ  მოძიებულ  მასალებს.
მოსწავლეებს  ვაფასებ  მათი  მოძიებული  მასალებითა  და  ჩართულობის  მიხედვით.  მოსწავლეების   მიერ  მოძიებულ  მასალას  განვათვსებ  ბლოგზე.
10.  საგნებთან  /საგნობრივ  ჯგუფთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
პროექტს  კავშირი  აქვს  ბუნებასთან,  რადგან  ძირითადად  მასალებს  აგროვებენ  ბუნებაში,  ხელოვნებასთან  რადგან  იღებენ  სურათებს,  ქართულთან  რადგან  აკეთებენჩანაწერებს.
11.  პროექტის  ხელმძღვანელი  (მასწავლებელი):  მზია  თავართქილაძე.
12.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  mziatavartqiladze@gmail.com
13.  პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:   mziatavartqiladze.blogspot.com